weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მინდა, რომ ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები – ღარიბაშვილი

12:56 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა სოფელში ჩავიდეს.

„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, ჯერ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები; ის, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი მილიონი დოზა ვაქცინაა და მოქალაქეებს მოუწოდა, აიცრან.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს. 26 ივლისის მონაცემებით სრულად ვაქცინირებულია 139 756  ადამიანი, რაც სამიზნე მოსახლეობის 8.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]