weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მთავარი არხი“ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ისახავს მიზნად – შემოსავლების სამსახური

22:20 სამშაბათი, 27 ივლისი 2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელთა გეგმიურ საგადასახადო შემოწმებას მუდმივად ახორცილებენ, რაც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 

„სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყების თანახმად, კონტროლის ღონისძიება შემოსავლების სამსახურის სტანდარტული პროცედურაა, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას. 

„დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. მისი თქმით, საგადასახადო დარღვევები არ აქვთ, ინსპექციის შესვლა კი არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

„თავის დროზე, ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედია დაფინანსება და ასე შემდეგო. ასე ვთქვათ, გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ.

ეს ინფორმაცია გვქონდა აქამდეც, ველოდებით საგადასახადო პოლიციას და მერე კიდევ პროკურატურას. ამ ქვეყანაში ყველა მეთოდით ამთავრებენ მედიას, არჩევნებამდე ორი თვით ადრე და ეს არი უკვე დაწყებული არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ტელეკომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა განმარტა, რომ კორონავირუსის გამო, საგადასახადო სამსახური შემოწმებას დისტანციურად, ვირტუალურად ახორციელებს. მისივე თქმით, გაყიდვების სახლში გეგმიური შემოწმება ერთი წლის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]