„ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 432 795 აცრა ჩატარდა. დღეისთვის სრულად ვაქცინირებულია 144 222 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 8.5%-ია.