weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ – მდინარაძე

15:52 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

„შეთანხმებას კი არ ვარღვევთ, საერთოდ ანულირება გავუკეთეთ შეთანხმებას. ვარღვევთ რას ჰქვია?“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მდინარაძეს ჰკითხეს, შეთანხმების გაუქმება ხომ არ არის გამოწვეყული იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღების იმედი არ აქვს, რაზეც მან უპასუხა:

„გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე ეს თქვენი კითხვა იქნება ძალიან არააქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ავიღებთ გაცილებით მეტს“, – განაცხადა მამუკა მიდარაძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]