weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს

17:24 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

პარტია ლელო“ „ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას დესტაბილიზაციისა და საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვის მცდელობად აფასებს. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს დაიწყებენ.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან. იციან, 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ამ არჩევნებში.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას და ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს ყოვლად უპასუხისმგებლო, დესტრუქციული განცხადება, რომელიც „ოცნებამ“ გააკეთა, გატარდეს ცხოვრებაში. ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება ანულირებულია. როგორც მან განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]