weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის გზას – ნედ პრაისი

09:54 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად გამოცხადებას გამოეხმაურა. როგორც დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი წერს, ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის.

„პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – დაწერა ნედ პრაისმა Twitter-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება გუშინ ანულირებულად გამოაცხადა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]