weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-ის წევრი მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

13:15 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ტოვებს. ბოლქვაძის ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას უკავშირდება.

„წლების განმავლობაში ქვეყანაში ტარდება რუსული პოლიტიკა. გუშინ საბოლოოდ გამოგვიცხადეს დიქტატურა და გვითხრეს, რომ არიან რუსეთის მთავრობა. მე, როგორც ერთი მოქალაქე, არ მივიჩნევ მიზანშეწონილად და მართებულად, ვიჯდე საკრებულოს სხდომებზე, ამიტომ ვტოვებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ბრძოლას ვაგრძელებ „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სტატუსით.

ვიმედოვნებ, როგორც პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ჩემი კოლეგები „ქურდულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ“, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელი 19 აპრილს მოეწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კიბახიძის განცხადებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, „თუმცა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ მოაწერეს ხელი. მედიაციის პროცესში ევროკავშირის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იყო ჩართული. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]