weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

3% რომც ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება – კობახიძე

18:09 პარასკევი, 30 ივლისი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არანაირად არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

კობახიძის თქმით, „ქართულო ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ მოახერხებენ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, ანუ ადგილობრივი თვითთმმართველობის შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა.

რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3%, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება; 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარემ დღესაც გაიმეორა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„შეგახსენებთ ჩვენს განცხადებას: ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისთვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული.

როდესაც ხელს ვაწერდით ამ დოკუმენტს [ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი], ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისუფლად გადავლახავდით 43%-იან ბარიერს, თორემ ამხელა რისკის ქვეშ, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ვერ დავაყენებდით. როგორც მაშინ ვიყავით თავდაჯერებული, ისევე ვართ დღეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ, 19 აპრილს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]