weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუნდის შიგნით გახარიას მეტსხელი იყო „ბოლი“ – კობახიძე

10:26 შაბათი, 31 ივლისი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის შიგნით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მეტსახელი „ბოლი“ იყო. კობახიძის თქმით, გახარიას ტყუილები ახასიათებდა.

„ღალატიც არის ტყუილის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ამ გზით შორს ვერ წავა და საზოგადოება ამას ნახავს 2 ოქტომბერს. გუნდის შიგნით მისი მეტსხელი იყო „ბოლი“, ანუ ადამიანი, რომელიც მეტს საუბრობს და საქმეს ნაკლებს აკეთებს. სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს“, – განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული აზრის ქონა დაასახელა. გადადგომის შემდეგ გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]