„წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და ჩვენ მონიტორინგის შუალედური ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. არ შეიძლება რაღაც... არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ
არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღიოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, უმოკლეს დროში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, კონკურენციის სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და საზოგადოებას დროულად წარუდგინოს არსებული ვითარების ანალიზი.