weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული – პრემიერი

12:15 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიების მხრიდან ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული.

„წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა. ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და ჩვენ მონიტორინგის შუალედური ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. არ შეიძლება რაღაც... არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ

არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება.

ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღიოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, უმოკლეს დროში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, კონკურენციის სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და საზოგადოებას დროულად წარუდგინოს არსებული ვითარების ანალიზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]