weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურნავას თქმით, გვარამიას მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია „ავადმყოფური ბოდვაა“

15:03 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ ავადმყოფური ბოდვა უწოდა ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ მასალებს, რომლებიც, გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეების უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ადასტურებს.

„ჩემგან ნუ ელოდებით სერიოზულ შეფასებას, არ მჩვევია ეს ტერმინები, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი – ავადმყოფურ ბოდვაზე. ეტყობა ვიღაც-ვიღაცებს მოეწყინათ, სხვა არაფერი აქვთ საქმე და ვიღაცების ავადმყოფურ ტვინებში ჩნდება ასეთი ვერსიები. არ ვაპირებ ამაზე საუბარს“, – უპასუხა თურნავამ ჟურნალისტს.

„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, პირველ აგვისტოს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტებია და პოლიტიკოსების, მაღალი საჯარო თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების ფარულ მოსმენებსა და თვალთვალს ასახავს. ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე. ნიკა გვარამიამ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარი (მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე, გოგა ხაინდრავა, თეა წულუკიანი, გიორგი მშვენიერაძე, გურო იმნაძე და ა.შ.) დაასახელა, დანარჩენი პირების შემთხვევაში კი ინიციალები თქვა.

„რადიო თავისუფლება“ ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალების ერთი ფრაგმენტი გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]