weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

IRI-ის კვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციების მიერ ტარდება, არ ვენდობით – პრემიერი

15:57 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი უნდობლობას უცხადებს, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ბოლო კვლევას, რომლის მიხედვით, მისი პარტიის რეიტინგი 26%-ია. ღარიბაშვილის თქმით, მთავარი კვლევა არჩევნების დღე, 2 ოქტომბერი იქნება.

„ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. აქვე მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ის და NDI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ერთი კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა, მასსა და ოპოზიციას შორის ევროუპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მომზადებული და 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აღარ იქნება დამოკიდებუყლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც ამას შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა. შეთანხმების გაუქმების საფუძვლად „ქართულმა ოცნებამ“ ის დაასახელა, რომ დოკუმენტს მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა. ოპოზიციური პარტიებისთვის ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი და ფიქრობენ, რომ ანულირების გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ დაბალი რეიტინგის გამო მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]