weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

19:56 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

ყოფილი პარლამენტარი, მარნეულის სამგზის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი აცხადებს, რომ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას დროებით აჩერებს. როგორც ის ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ამომრჩევლის შეხედულებები.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება აზერ სულეიმანოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომელთან ერთად მრავალი წელი ვიყავი. ამის შემდეგ, დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია. პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა, თუკი გავაგრძელებდი ჩემ საქმიანობს პარტიაში“, – მიმართავს მხარდამჭერებს სულეიმანოვი.

აზერ სულეიმანოვი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული“ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო მარნეულისა და გარდაბნის ოლქში. მანამდე, სულეიმანოვი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო: 1999-2004 წლებში („მოქალაქეთა კავშირი“, მარნეულის მაჟორიტარი), 2008-2012 წლებში – (ენმ, მარნეულის მაჟორიტარი), 2012-2016 წლებში – (ენმ, მარნეულის მაჟორიტარი), 2016-2020 წლებში “ (ენმ-ის პარტიული სია).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]