weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი – ხატია დეკანოიძე

15:30 შაბათი, 07 აგვისტო 2021

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი. აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრობის წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა და თქვა, რომ 2008 წელს ჯარმა დაიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოქალაქეებმა უნდა დაიცვან.

„ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება სიამაყით არ აღივსოს და ეს სიამაყე არის ის, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ახლა, დღეს რაც ხდება, არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად, კრემლი როგორც უწყება, განიხილავს მთავარ მოკავშირედ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რის შედეგადაც მომრჩევლები 64 საკრებულოს 2068 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]