weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოკუპაციას ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ – ბადრი ჯაფარიძე

16:53 შაბათი, 07 აგვისტო 2021

აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ სწორედ იმ ადამიანების თავდადების პატივსაცემად, რომლებმაც არ დაიშურეს თავისი სიცოცხლე იმისთვის, რომ წინ აღდგომოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყნისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.

„13 წელი სრულდება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური ინტერვენციის დაწყებიდან, რომელსაც შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი სამხედროები, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, რაც ყოველდღიურად იწვევს ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხვეშ გათელვას საოკუპაციო ზოლს მიღმა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.

ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, შეურიგებლობა იმ უსამართლობისადმი, რომელიც ახლა ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს, 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.

2021 წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო და დადგინა, რომ 2008 წლის ომის პერიოდში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველო გამოძვებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]