weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2022 წლიდან მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი – ღარიბაშვილი

11:26 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების მერების ხელფასები გაორმაგდება. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, დღეს მათი ხელფასი დაახლოებით 1800-2000 ლარია, რაც „აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან“.

„წლების განმავლობაში საჯარო მოხელეებიხ ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. რამდენიმე დღის წინ ბატონი ლაშა [ფინანსთა მინისტრი] გამოვიდა პრეზენტაციით, სადაც მან განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას, ეტაპობრივად“, – განაცხადა რარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, ხელფასების გაზრდა აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მოტივაციას ვეღარ ხედავენ.

„ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან. ამიტომ აუცილებელია, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან. პრაქტიკულად მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. მართლაც, წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს, მაგალითად, ქუთაისს - უზარმაზარი ქალაქია და ბათუმს. წარმოუდგენელია! ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს“, – თქვა ღარიბაშვილმა.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რის შედეგადაც 64 მუნიციპალიტეტის მერს აირჩევენ. „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა, ხოლო ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებები ჯერ არ არის ცნობილი.

 

ამ თემაზე:

ბათუმის, რუსთავის და გარდაბნის მერების ხელფასი 4500 ლარია, ქარელის მერის – 3300 ლარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]