weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

16:49 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ თანამდეობდა დატოვა და გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ჭეჟიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ჩემი ეს ნაბიჯი დიდი ხნის ფიქრის შედეგია. დროა, ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში ყველა ხელისუფლებამ გარკვეული აგური დადო, ყოველი მათგანი აგურს აგურზე კი არ დებდა, პირიქით, ცდილობდა წინას დადებული აგური დაენგრია და სხვა ადგილიდან იწყებდა... ამიტომაც, ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან...

დადგა დრო, ქვეყნის აღმშენებლობა დავიწყოთ უკვე გაკეთებული კარგი საქმის შენარჩუნებით, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად უკეთესის დაშენებით! რისთვისაც პირველ რიგში, აუცილებელია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ბატონ გიორგი გახარიასა და მისი გუნდისთვის არის თანამდევი. არავის წინააღმდეგ, მე ვუერთდები ბატონ გიორგი გახარიას გუნდს #საქართველოსთვის“, – წერს ნიკა ჭეჟია.

გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან იკავებდა, თებერვალში გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული აზრის ქონა დაასახელა. გადადგომის შემდეგ გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]