weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

14:30 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საინიციატივო ჯგუფმა სიჭინავას დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერები უკვე შეაგროვა.

ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა 1240 ხელმოწერის ნაცვლად 5000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რომელსაც 1 სექტემბრამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენენ. ზვიად სიჭინავას თქმით, ამომრჩეველს საკუთარ საარჩევნო პროგრამას კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ გააცნობს.

„ზუგდიდი უნდა მართოს იმ ხალხმა, ვინც აქ ცხოვრობს. დამოუკიდებელი კანდიდატი იმიტომ ვარ, რომ პარტიის კანდიდატები ყოველთვის ითვალისწინებენ პარტიის და არა ხალხის მიზნებს. ჩვენი მთავარი სლოგანი იქნება „ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის“. ეს არის სწორედ ის მიზანი, საითკენაც მივდივართ იმიტომ, რომ ზუგდიდს გააჩნია ეს პოტენციალი“, - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (2009-2015 წლებში) და საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]