weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ თელავში მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი წარადგინა

22:43 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი წარადგინა.

„ლევანი არის თელავიდან, აქ დაბადებული, აქ გაზრდილი. მისი მეუღლე არის საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. ის მთელი თავისი ოჯახით ემსახურება ჩვენს ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მე მჯერა, რომ ლევანი გაამართლებს, იქნება ძლიერი მერი და მოემსახურება თელაველების საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წლების განმავლობაში, ლევან ანდრიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2014-2017 წლებში ის ჯერ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2016-2017 წლებში ამავე უწყების რეგიონალური მართვის სამმართველოს უფროსი იყო. 2018-2020 წლებში ლევან ანდრიაშვილი შსს-ს პროექტების განვითარების სამმართველოში პროექტის მენეჯერად მუშაობდა. მისი მეუღლე თეა მაისურაძეა, რომელიც 2018 წლიდან ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ერთიან გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის, რომ ვიყო თელავის მერობის კანდიდატი და მქონდეს უნიკალური შესაძლებლობა, ვემსახურო თელავის მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, რომელიც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის ქალაქია. ჩემი მიზანია, ერთად ვისაუბროთ, ერთად ვიზრუნოთ მომავალზე, თელავზე, უშუალოდ მუნიციპალიტეტზე, რომელიც უნდა იყოს მიმზიდველი არა მარტო მისი მცხოვრებლებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისთვის. გამარჯვების შემთხვევაში, მექნება ხშირი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან და უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მის მომავალზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ღირსეული შენამატი შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისგან“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. თელავის მერობის სხვა კანდიდატები ჯერ არ არიან წარდგენილნი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]