weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება – ღარიბაშვილის საარჩევნო დაპირება

23:09 პარასკევი, 13 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გამოსვლისას მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებას დაჰპირდა.

ღარიბაშვილის თქმით, წყალმომარაგების პროექტზე მუშაობა წელსვე დაიწყება.

„მე ვიცი, რომ თელავის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არ ვიცი მართლაც... კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რატომ არ იყო ეს საკითხი მანამდე მოგვარებული... ვგულისხმობ წყალმომარაგების პრობლემას. ვიცი, ბოლო წლების განმავლობაში ეს საკითხი მწვავედ დგას და ცენტრალური მთავრობის მხრიდან საჭიროებდა უფრო მეტ, აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროექტს და თელავს ძალიან მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავს სრულიად რეაბილიტირებული წყლის ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება 2021 წლის დასაწყისში უნდა ჰქონოდა, თუმცა დღესაც როგორც ქალაქის, ისე მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. თელავის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება წლების განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალური საარჩევნო დაპირებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]