weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

13:45 შაბათი, 14 აგვისტო 2021

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს ოფიციალურად დააყენა.

თავის გამოსვლაში ანა დოლიძემ ყურადღება მწვანე საჯარო სივრცეების ნაკლებობაზე და ქაოტურ მშენებლობაზე გაამახვილა.

„როდესაც პატარა ვიყავი, თბილისს ჰქონდა ეზოები, რომლებიც სავსე იყო დედებისა და მამების შეძახილებით „ამოდი სახლში“. დღეს, იმიტომ, რომ არ გვაქვს საჯარო სივრცე, იმიტომ, რომ არ გვაქვს სტადიონები და ჩვენი ქუჩები არ არის უსაფრთხო, იმიტომ, რომ ჩვენი ქუჩები სავსეა ნარკომანიით და ლუდომანიით, აღარ გვაქვს ისეთი სივრცეები, სადაც მშობლები უსაფრთხოდ გაუშვებენ შვილებს.

ეს ქალაქი დღეს არ არის ხალხისთვის. ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე ბენზინგასამართი სადგურებია. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომელთაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს. ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არცერთი სივრცე არაა, სადაც პენსიონერი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს, იპოვის თანამოაზრეებს, მეგობრებს, კოლეგებს. ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეები, ფაქტობრივად 50-60 წლიდან არიან გადადებული, ვერ მონაწილეობენ ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. ეს ქალაქი არ არის ოჯახებისთვის, რომლებიც პირველ რიგში ეზოებს ეძებენ. ეზოებიც კი გაქრა ჩვენს ქალაქში. ეს ქალაქი არ არის ხალხისთვის! ჩვენ შეგვიძლია ეს ქალაქი შევქმნათ ხალხისთვის და შევქმნათ ყველასთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძე თბილისის მერობის მეოთხე კანდიდატია. „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე წარადგინა, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“ და „დროა“) – ნიკა მელია, ხოლო „ლეიბორისტულმა პარტიამ“  – მიხეილ ქუმსიშვილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]