weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ანზორ მელია და სხვები – ენმ-მ 29 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

22:17 კვირა, 15 აგვისტო 2021

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 29 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინავე მებრძოლი გუნდი, რომელმაც მერის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც იქნება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში „ქართული ოცნების“ დამარცხების ავანგარდში. რეფერენდუმში, რომელში გამარჯვებაც ნებისმიერ სხვა გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანია, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგინა. რეფერენდუმის შედეგად „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ“, – განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრიან:

ქუთაისი – ხატია დეკანოიძე

მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი – დავით კირკიტაძე

თელავი – გიორგი ბოტკოველი

მარტვილი – თემურ ჯანაშია

ბათუმი – გიორგი კირთაძე

ქობულეთი – ბონდო თედორაძე

ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე

ქედა – რამინ ბერიძე

შუახევი – როინ ზოიძე

ხულო – გოგიტა სოლომონიძე

ვანი – ბადრი მებურიშვილი

ზესტაფონი – ბაქარ ხიჯაკაძე

სამტრედია – მამუკა ბიბილეიშვილი

ადიგენი – მარეხ დათაშვილი

ასპინძა – გიორგი გიორგაძე

საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი

ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი

გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი

დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი

სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი

დმანისი – გიორგი ტატუაშვილი (დმანისის მოქმედი მერი)

თეთრიწყარო – ვანო მაღალაშვილი

გორი – ვასილ მახარაშვილი

ხაშური – იოსებ ბუაძე

კასპი – ნუგზარ ნონიაშვილი

ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი

ხობი – ბესო შენგელია

ზუგდიდი – ანზორ მელია

„მე ვთხოვ ჩვენს რეფერენდუმის ლიდერებს, ხვალიდან გაიშალონ მთელ საქართველოში, მივიდნენ ყველა ოჯახში, ყველა მოქალაქესთან და აუხსნან, რა წყდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტის წევრები მერობის კანდიდატებად დგებიან. ეს ხაზს უსვამს ქვეყნისთვის ამ რეფერენდუმის მნიშვნელობას. “, – აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, რუსთავში, ბათუმში და ბევრ სხვა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]