weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცეს

23:33 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომიტეტმა (STIKO), რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა, 12 წლის და უფროს ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აქამდე, 12-დან 17 წლამდე ბავშვების აცრა გარკვეული ჩვენებების შემთხვევაში იყო რეკომენდირებული.

კომიტეტის განცხადებით, მათ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია დაამუშავეს და ამის საფუძველზე, წინა შეფასებას გადახედეს. კომიტეტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მოზარდთა აცრის ფართომასშტაბიანი პროგრამის შედეგები შეისწავლა (აშშ-ში უკვე აცრილია დაახლოებით 10 მილიონი ბავშვი და მოზარდი) და არსებული მონაცემებისა და ცოდნის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აცრის უპირატესობები ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების განვითარების რიკს აღემატება. ამასთან, მოდელირებამ აჩვენა, რომ არსებობს ბავშვებისა და მოზარდების დაინფიცირების უფრო მაღლი ალბათობა კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანმა კომიტეტის განცხადებას „კარგი სიახლე“ უწოდა. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საკმარისი ვაქცინაა და სურვილის შემთხვევაში, მოზარდების აცრა მიმდინარე კვირასაც შეიძლება დაიწყოს.

15 აგვისტოსთვის გერმანიაში სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებული იყო 47 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის 57.2%). ქვეყნის მცხოვრებთა 63.2%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. დღეში საშუალოდ 340 293 აცრა ტარდება. გამოიყენება „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „მოდერნას“, და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]