weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს შეუძლია აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდეს – ღარიბაშვილი

23:21 სამშაბათი, 17 აგვისტო 2021

„გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ღარიბაშვილის თქმით, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო „უაღრესად მნიშვნელოვანია“ ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

„ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბათუმში აღმშენებლობაა და ქალაქში „ტურისტების არნახული ნაკადი მიედინება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]