ღარიბაშვილის თქმით, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო „უაღრესად მნიშვნელოვანია“ ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.
„ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბათუმში აღმშენებლობაა და ქალაქში „ტურისტების არნახული ნაკადი მიედინება“.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 