weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა

14:38 ოთხშაბათი, 18 აგვისტო 2021
ფოტოზე - მურმან დუმბაძე, ვახტანგ კალოიანი და ბექა დიასამიძე ფოტოზე - მურმან დუმბაძე, ვახტანგ კალოიანი და ბექა დიასამიძე

ბათუმში, ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს და შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

გენრი დოლიძის თქმით, შეთანხმების ხელმომწერები თანხმდებიან: 1. მჭიდროდ ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, მხარი დაუჭირონ წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატებს და ამ არჩევნებზე იმუშაონ პრინციპით „ყველა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“. 2. არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივად მართონ ქალაქ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები.

შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლოლო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , „დროა“, „ემსახურე საქართველოს“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი საქართველო“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „ერთიანობის დარბაზი“ და საზოგადოება „ბათუმელი“.

დოკუმენტზე ხელმომწერებმა ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატებად წარადგინეს:

  • ბექა დიასამიძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • ნაზი ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • ნუგზარ ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • მურმან დუმბაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • გენო თებიძე – „ლელო საქართველოსთვის“
  • დიმიტრი დარჩია – „დროა“
  • ვახტანგ კალოიანი – „ევროპული საქართველო“

შეთანხმების მიხედვით, ვახტანგ კალოიანი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიც იქნება.

„ბათუმი უძველესი ევროპული და თვითმმართველობის ტრადიციების მქონე ქალაქია. 2 ოქტომბერს ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შეუძლია ჰყავდეს ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობა, რომელიც სამაგალითო იქნება საქართველოში. ბათუმის საკრებულო იქნება ღია მმართველობის კლასიკური მაგალითი. ჩვენ, ბათუმელებს გვჭირდება თავისუფალი, ევროპული ქალაქი, სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს მოქალქე და არა ვიღაცის დანიშნული ჩინოვნიკი; სადაც ბიუჯეტის ხარჯვა ხდება მოქალაქის მონაწილეობით და არა ზემოდან ზარით; სადაც არის ძალიან ძლიერი ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც არ აღვევს ბათუმის ნაქარგს და მის სტრუქტურას; სადაც ამხანაგობებს აქვთ რეალური საკუთრება და განკარგავენ მას; სადაც მოქალქეები პანდემიასთან ბრძოლაში არ რჩებიან მარტო“, – განაცხადა კალოიანმა.

რაც შეეხება ბათუმის მეორბის კანდიდატის, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძეა. კირთაძეს ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]