weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 3 წელი არჩევნები აღარ გვექნება – ღარიბაშვილი

13:46 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

„თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამი წელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მოსახლეობა ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოში ერთადერთი პასუხისმგებლიანი და უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნებაა“.

„ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი, ყველასი ერთად. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება განვითარება, მხოლოდ განვითარება, განვითარება და განვითარება. მხოლოდ შრომით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. გვჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ირჩევთ თქვენს მსახურს, რეალურად. მოსახლეობა ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მოემსახურება 24 საათის განმავლობაში თავის მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

19 აპრილს გაფორმებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერს შეიცავს. „ქართული ოცნება“ და ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები თანხმდებოდნენ, რომ თუ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]