weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს – ღარიბაშვილი

18:37 ხუთშაბათი, 19 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს.

„ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი.

ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოვიდა.

„ჩვენ გვესმის, რომ ეკოტურიზმიდან დიდი ნაწილი იქნება აქ ტურიზმის და აგროტურიზმი. ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ გურიის უნიკალურ ბუნებას გავუფრთხილდეთ და თქვენი ინიციატივით გვაქვს დაწყებული გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება. კონკრეტულად შესწავლა უკვე დასრულების ფაზაშია. რამდენიმე შეხვედრა რეგიონში გაიმართა და ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში, რომელიც ამ უნიკალურ ბუნებას მეტად შეუნარჩუნებს მომავალ თაობას - ერთი და მეორე - შეძლებს გააჩინოს განვითარების ახალი პოტენციალი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა მზად არის განახორციელოს ინვესტირება, შექმნას ადმინისტრაცია და მეტი ტურისტი მოიზიდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]