weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევროპულმა საქართველომ“ 11 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა

14:13 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021
ფოტოზე - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფოტოზე - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია

„ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 11 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხონის და თერჯოლის მერობის კანდიდატებს, ზურაბ ჯიბუხაიას და ზურაბ ბუცხრიკიძეს მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, „ევროპული საქართველოდან“ მერობისთვის იბრძოლებენ:

  1. ამბროლაური – მაია კაციტაძე
  2. ახალქალაქი – არსენ კარაპეტიანი
  3. მარნეული – აჰმედ იმამკულიევი
  4. ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი
  5. გორი – ეთერ ჯალაღანია 
  6. ხობი – მარიამ შონია
  7. სამტრედია – ჟუკიანა ფოფხაძე
  8. თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი
  9. კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე

„ევროპული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უჭერს მხარს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს აირჩევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]