weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება – მიშელი

12:55 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც არასდროს, რეფორმები საჭიროა და მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მაკროფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.

„მაკროფინანსური დახმარების გაცემის ბოლო ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

ღარიბაშვილსა და მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გუშინ, 23 აგვისტოს, კიევში გაიმართა. ეს მათი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ანულირებულად გამოაცხადა.

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება ასევე დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. მაკროფინანსური დახმარების მიმღებები არიან ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონია, ტუნისი, უკრაინა. მაგალითად, 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]