weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელი დაარწმუნა, რომ შეთანხმების დღის წესრიგის ერთგულია

14:14 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებისადმი საქართველოს ერთგულებაში დაარწმუნა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ მუშაობა სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზეც“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ერთმანეთს გუშინ, კიევში შეხვდნენ. ეს მათი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ანულირებულად გამოაცხადა.

შარლ მიშელის განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც არასდროს, რეფორმები საჭიროა და მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მაკროფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]