weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი გახარიამ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

19:44 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, პარტიის თოთოეული წარმომადგენლის შერჩევის ძირითადი პრინციპი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი იყო.

პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატები არიან:

  • ბათუმი - ირაკლი მიქელაძე, პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;
  • შუახევი – შალვა გოგიტიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი;
  • ხელვაჩაური – ჯუმბერ ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • ქედა – ელგუჯა ნაკაშიძე;
  • ქობულეთი – ირაკლი ბერიძე, საფეხბურთო კლუბ „ქობულეთის შუქურას“ დირექტორი;
  • ხულო – გია აბულაძე, ექიმი.

გიორგი გახარიამ დღესვე დაასახელა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები:

  • აეროპორტი, გონიო, კვარიათი – მინდია დევაძე
  • ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება – დავით თავართქილაძე
  • მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება – ბექა წუწუნავა
  • ბონისა და ბაგრატიონის დასახლება – ლაშა ქობულია
  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული საარჩევნო ოლქი – თამილა ფაღავა
  • აღმაშენებლისა და შემოერთებული ტერიტორიები – ჯემალ ანანიძე
  • ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება – ნაზი აბაშიძე

პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციულ სიაში არიან: ნინო ბაციაშვილი (მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი), აკაკი გვიანიძე, ირაკლი თავდგირიძე, თამილა ფაღავა, დიმიტრი ჭეიშვილი, სულიკო გოგილაშვილი, ნატალია ძიძიგური, გოჩა მელაძე, გივი გოგიტიძე და ალექსანდრე დავითაძე.

გახარიას თქმით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარგენას აჭარიდან იწყებს.

„ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, იდენტობა, ჩვენი ეკლესია და რაც მთავარია, უნდა შექმნას ქვეყანაში სამართლიანი გარემო, აღუდგინოს მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი რწმენა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]