weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კაცმა თავისი მოხუცი მამა გამოუშვა ზუგდიდში არჩევნებისთვის – ღარიბაშვილი მელიაზე

13:35 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

„ის მოძალადე, რეპრესიული ძალა, რომელიც მართავდა ძალადობრივი გზით ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის ლაჩრობით გამოირჩეოდა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წარადგინა.

„ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია ის, რომ ასეთი მოძალადეები ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ არასდროს აღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ არ დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიოური საზრუნავი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ოპონენტებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმის გამო, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად საკუთარი მამა, ანზორ მელია დაასახელა.

„წარმოიდგინეთ, როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი მამა გამოგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველაზე. ჩვენ მანამდე ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი საჯილდაო ქვად აქციონ. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია წარადგინა, „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ კანდიდატი კი ანზორ მელიაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]