weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ სრულად აცრილებისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმებას და სხვა შეღავათებს ითხოვს

14:31 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი ადამიანებისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინაციის პოპულარიზაციისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვისთვის.  

დეკანოიძის შეფასებით, ამ მიმართულებით, თვეების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. ის ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობას აკისრებს. 

„ჩვენ ვხედავთ, უამრავ ბანერს კახა კალაძის სახით და არცერთ ბანერს ვაქცინაციის პოპულარიზაციით.

აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები, სამი თვით. ასევე აუცილებელია სრულად ვაქცინირებულთათვის წლის ბოლომდე განახევრდეს ტრანსპორტის ფასი.

აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის სოციალური დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან.

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც, ასევე არის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია. გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიტანოს ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზები.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი დაიღუპა და დადასტურდა ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის 56 200 აქტიური შემთხვევაა. 7357 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1563 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ მცირე ერთი დოზით 734 112 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25.7%-ია. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 11.6%)

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]