weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქალი ამბობს, რომ მისი შვილი შესაძლოა „ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს

17:49 ხუთშაბათი, 26 აგვისტო 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში მცხოვრები ნინო გალახვარიძე აცხადებს, რომ მისი 19 წლის შვილი გაიტაცეს. გალახვარიძე, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრია, მომხდარს წინასაარჩევნო პერიოდს და საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„ერთი საათის წინ დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, დედა მიტაცებენ, ცუდ მდგომარეობაში ვარ და იქნებ რამე მიშველოო. გამეთიშა ტელეფონო. ვრეკავ და ბავშვი არსადაა“, – ამბობს ნინო გალახვარიძე.

მისივე თქმით, მის შვილზე ზეწოლას თანასოფლელები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ახდენდნენ: „19 აგვისტოს სახლთან მოაკითხეს ჩემს შვილს, ანერვიულებული შემოვიდა. ჩვენი თანასოფლელები იყვნენ, „ქართული ოცნების“ ხალხი,  რომელთაც არ ვიცი, რა ზეწოლა მოახდინეს ჩემს შვილზე“.

ნინო გალახვარიძემ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]