weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელომ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

10:21 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ 2 ოქტომბრის ადგილობროვი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის ათივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარდგინა.

მთაწმინდა – საბა ბუაძე

ვაკე – დეა მეტრეველი

კრწანისი – თაზო დათუნაშვილი

საბურთალო – ვატო სურგულაძე

ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვი​ლი

ისანი – ლანა გალდავა

დიდუბე – დიტო აბაშიძე

სამგორი – გულიკო ზუმბაძე

ჩუღურეთი – კახა ჟღენტი

გლდანი – თამარ ადამია

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გარდამტეხია საქართველოს მომავლისთვის.

„2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, თბილისში, პირველ რიგში, და ასევე ყველა ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას და იმას, რომ ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები კრიზისიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ თბილისს ვთავაზობთ მართლაც გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელშიც ახლა შეყვანილია „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. 

 

ამ თემაზე:

„ლელომ“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]