weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ უერთდება

17:11 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პლატფორმას, „მესამე ძალას“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება. მესამე ძალის პრეზენტრაცია დღეს იგეგმება.

გიორგი ვაშაძის თქმით, „მესამე ძალა“ არ არის მხოლოდ პარტიების გაერთიანება, არამედ ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ.

„მესამე ძალაში ვგულისხმობთ სიახლეს, ახლის დაწყებას, კარის გახსნას ყველა თაობის პროფესიონალი ადამიანებისთვის. საზოგადოებას ნამდგვილად სჭირდება სიახლე. 2012 წლის შემდეგ რამდენი არჩევნები ჩავატარეთ და სულ ერთი და იგივე შედეგით არ მთავრდება? ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ გაერთიანებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც უნდათ, თავიანთი მონოპოლია შეინარჩუნონ პოლიტიკაში. ეს ჩვენი მიზანი არ არის. პოლიტიკა გვინდა ადამიანებისთვის, ხალხისთვის და თუ ერთი და იგივე არჩევანს გავაკეთებთ, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ „იქ, სადაც სიმართლეა, ყველა უნდა გაერთიანდეს“.

„გასაგებია, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ოდესღაც მეც ვიყავი „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაპირებთ ვინმეს კარი ჩავუკეტოთ. პირიქით.

ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძე საკმაოდ წონადი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და ძალიან სწორია, კარგია და მიხარია მისი გადაწყვეტილება, რომ მესამე ძალის იდეას დაუჭირა მხარი. იქ, სადაც სიმართლეა ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ეს კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებითვის, კარგად დავფიქრდეთ, ამ არჩევნებზე იგივე არჩევანს აკეთებთ, რომელიც აქამდე იყო და იმ მოჯადოებულ წრეში ვართ, თუ აგერ, ბატონო, „მესამე ძალა“. თან ჩვენ ძალიან ბევრ ახალ კანდიდატს, პოლიტიკისთვის ახალ ადამიანს წარმოგიდგენთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჩვენ ერთი რამ გვაწუხებს - ადამიანების საჭიროებები, იგივე ეკონომიკური პრობლემები თუ სხვადასხვა საკითხი, საერთოდ არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგში და არის მუდმივად კინკლაობა და გაუტანლობა. ამაზე ვამბობთ უარს და გვინდა, რომ ახალი პროცესი დავიწყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]