weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას პარტიიდან ოზურგეთის მერობის კანდიდატი თალაკვაძეებს ზეწოლაში ადანაშაულებს

18:11 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

გია ცეცხლაძე, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატია, აცხადებს, რომ დაბა ნასაკირალის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ცეცხლაძე ზეწოლაში „ქრთული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს და მის ძმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს ადანაშაულებს.

„ძმები თალაკვაძეები გუშინ იმყოფებოდნენ დაბა ნასაკირალში და იმყოფებოდნენ ქალბატონ ნონა ტუნაძესთან, სადაც მოხდა მასზე ზეწოლა, რომ მოეხსნა კანდიდატურა, ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და მიაქციონ ყურადღება. ჩვენი კანდიდატების და მომხრეების დაშინებების ასეთი შემთხვევები ხშირია. ის, რომ ქალბატონი ნონა იყო ჩვენი კანდიდატი, ჩვენ ხელთ გვაქვს მისი განცხადება და შევსებული საბუთები“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე გია ცეცხლაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნონა ტუინაძის გადაწყვეტილების შესახებ მესამე პირისგან შეიტყვეს.

ავთანდილ თალაკვაძემ გია ცეცხლაძის ბრალდებას აბსურდი და ტყუილი უწოდა. თალაკვაძემ არ დაადასტურა, რომ ნონა ტუნაძეს სკოლაში დასაქმებას დაჰპირდა. ამასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ვერსიას მან დეზინფორმაცია უწოდა.

„ცეცხლაძეს წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია. დღემდე ოზურგეთში არ იციან მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ. როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას. ჩვენ საზოგადოებას სოფლებში ვხვდებით, ვაცნობთ ჩვენს პროგრამას და დაპირებებს, მისი [ნონა ტუნაძის] კომენტარიდანაც, რაც მოვისმინე, ნათლად ჩანს, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი. გიდასტურებთ, რომ მასწავლებელია“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან. 

ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის კანდიდატად რამდენიმე დღის პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ძმამ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]