weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ლელომ“ ბათუმში პარტიული სიის პირველ ნომრად ირაკლი კუპრაძე დაასახელა

09:59 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიული სიის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე დაასახელა. სიაში ასევე არიან:

  • ვაჟა დარჩია – საქმოქალაქო აქტივისტი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  • ეკატერინე დავითაძე – განათლების სერტიფიცირებული ტრენერი, ჟურნალისტი;
  • ალექსანდრე ფიფია – სტუდენტი;
  • დავით მიქელაიშვილი – ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
  • ზიმლარ ბერიძე – ფილოლოგი, „ლელოს“ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი;
  • დავით მამულაძე – ექიმი-ალერგოლოგი;
  • გიორგი გეგეშიძე – ფინანსისტი, „რომპეტროლ საქართველოს“ მენეჯერი;
  • შორენა ჩიქოვანი – პედაგოგი, ბათუმის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის თავმჯდომარე;
  • რაულ პაქსაძე – ექიმი ტრავმატოლოგი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მამუკა ხაზარაძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საკრებულოებში პარტიული სიების პირველი ნომრებიც წარადგინა. ესენი არიან: სალომე ზაქარიაძე, დიანა აიოზბა, გოჩა ჟღენტი, ზვიად დიასამიძე და ბესიკ შაინიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]