weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

20:32 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი პარტია სრულ მობილიზებას აცხადებს და თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში იბრძოლებს ბოლომდე „ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად“.

„მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან.

სოლიდარობის მიზნით თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ. ბევრზე უკეთესად ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ქალაქს სჭირდება ღირსებისა და სამართლიანობის შენარჩუნება. ამ ქალაქს სჭირდება კორუფციისა და ნეპოტიზმისგან დაცლილი და სუფთა გარემო. ამ ქალაქს, ამასთან ერთად, სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი, ამ ქალაქს სჭირდება მეგაპროექტები. ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს რეგიონში. ამისთვის ჩვენ უაღრესად სწრაფად შეგვიძლია სატრანსპორტო კვანძებით დავაკავშიროთ ერთმანეთთან თბილისი, ლილო, რუსთავი, განვავითაროთ მეტრო. ეს იქნება უარღესად დიდი ეკონომიკური ენერგიის მატარებელი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ემსგავსება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ შორის ზღვარი თითქმის უკვე წაშლილია.

„დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სახიფათოა ამ ორი ძალის მარტო დატოვება. უფრო მეტსაც გეტყვით, თითოეული ჩვენთაგანისთვის ღალატი იქნება იმ ფასეულობების, ოცნების უკეთეს საქართველოზე, ამ იდეალების თუ ჩვენ ამ ორ ძალას პირისპირ, მარტო დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებთან. ფაქტობრივად გამოვა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევანს შევუზღუდავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას გარდა, თბილისის მერად კენჭს იყრიან: კახა კალაძე („ქართული ოცნება“), ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი), მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“), ანა დოლიძე („ხალხისთვის“) და ანა ბიბილაშვილი („ლელო“).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]