weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მესამე ძალამ“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

13:52 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

პოლიტიკურმა პლატფორმამ მესამე ძალა თბილსის მერობის კანდიდატად პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდატად – „სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო ჩიხლაძე.

„თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. პროექტების მართვისა და ხელმძღვანელობის ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე, ნატოში საქართველოს მისიაში. მას აქვს ქართულ და საერთაშორისო არასათავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოსკენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ და იმ უამრავი პრობლემის დამარცხებისკენ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, საკრებულოს არჩევნებში „მესამე ძალის“ პარტიული სიის პირველი ნომერი სერგო ჩიხლაძე მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე და ყველა იცნობს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაცემული პროფესიონალური რჩევებით.

რაც შეეხება „მესამე ძალის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ესენი არიან:

  • საბურთალო – სერგო ჩიხლაძე
  • კრწანისი – დავით ცეკვავა
  • ისანი – თეონა ჭალიძე
  • გლდანი – ნანა ტოხვაძე
  • დიდუბე – ოთარ ბაღათურია
  • სამგორი – ვახტანგ იაშვილი
  • ვაკე – პაატა ჩიქოვანი
  • მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე
  • ჩუღურეთი – ავთანდილ ჩიქოვანი
  • ნაძალადევი – ზაზა კორხონჯია

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ 30 აგვისტოს წარადგინა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ უერთდებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]