weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზესტაფონს მეტალურგიასთან და სოფლის მეურნეობასთან ერთად ყავის ინდუსტრიაც დაემატა – კუჭავა

00:25 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კუჭავამ ზესტაფონში, მერობის კანდიდატის წარდგენისას ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.

„მთელი საქართველოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ქალაქია, უმნიშვნელოვანესი თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ასრულებს - წამყვანი დარგები: მეტალურგია, ელექტრო-ენერგია, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს, ალბათ, უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც.

მე საქართველოში ვერ ვნახავ ადამიანს, ვისაც დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის მოგზაურობის დროს ერთხელ მაინც არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი ზესტაფონური რჩეული ხაჭაპური და რა თქმა უნდა, ყავა არ მიურთმევია.

ეს ის გამოსავალი იყო, რომელიც იპოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუ რა შეიძლებოდა დამატებით შექმნილიყო ქალაქში. ზუსტად ეს არის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისი გამოყენება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კახა კუჭავამ ერთ-ერთ გამოწვევად გარემოს დაბინძურება დაასახელა და თქვა, რომ ზესტაფონს ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება: „მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე, ჩვენ შევძლებთ, ვიამაყოთ იმ გარდატეხით, რომელსაც მოვახდენთ ამ მიმართულებით“.

„ქართულ ოცნებას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ვასილ გველესიანი ჰყავს წარდგენილი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]