weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეშახტეებმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება დააყენეს – ღარიბაშვილი

15:25 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ტყიბულის მერობის კანდიდატი წარადგინა და საარჩევნო დაპირებები გასცა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ტყიბულში ტურიზმის განვითარებას აპირებს, რაზეც მას მეშახტეებიც ესაუბრნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობას ყველა რეგიონის პოტენციალი და იქ არსებული რესურსები აქვს შესწავლილი და იცის, როგორ აითვისოს ის.

„ტყიბულში ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი მართლაც გამორჩეულია თავისი სილამაზით, თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით და ტურიზმის გასავითარებლად უზარმაზარი პოტენციალით.

მე ახლახანს შევხვდი მეშახტეებს. მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო. განვიხილეთ რამდნიმე საკითხი, მე მათ ვუთხარი... გადავუწყვიტეთ ადგილზე საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, ეს არის სწორედ ტურიზმის განვითარება.

ცხრაჯვარის პროექტი - აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით აუცილებლად და აუცილებლად გავაკეთებთ ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა. ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობიანი და სტაბილური განითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით ჩერქეზიშვილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ქვანახშირის მოპოვება ტყიბულში რეალურად ერთადერთი ეკონომიკური აქტივობაა. 2006-2019 წლებში, ქვანახშირის მოპოვებისას მომხდარ ინციდენტებს 37 ადამიანი შეეწირა და ათობით დაშავდა. მეშახტეები არერთხელ გაიფიცნენ ხელფასების მომატებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნით. ბოლო გაფიცვა მიმდინარე წლის ივლისში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]