weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

გახარიამ მესტიის მერობის კანდიდატი მალხაზ უდესიანი წარადგინა

12:26 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ყოფილი მოთხილამურე მალხაზ უდესიანი წარადგინა.

„ჩვენ ბევრი წლის ერთობლივი თანამშრომლობა და შრომა გვაკავშირებს. გარდა იმისა, რომ მალხაზ უდესიანი არის ღირსეული სვანი კაცი, რომელმაც იცის ცხოვრების წესი, სიტყვის ფასი, საქმის ფასი, ქვეყნის მსახურების ფასი, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფოსთვის შრომის. ეს არის ღირსეული სპორტსმენი დიდი წარმატებებით და ის ადამიანი, რომელიც ამ კუთხეს, მესტიას წაიყვანს წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მალხაზ უდესიანი მესტიის მერად კენჭს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა და დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, მან ამომრჩეველთა ხმების 38.56% (2049 ხმა) მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა – 61.44% (3265 ხმა). ჟორჟოლიანი მერობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ წელსაც დაასახელა.

მესტიის მერობის სხვა კანდიდატები არიან: ბექა დადეშქელიანი (ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“), გიორგი რატიანი (საინიციატივო ჯგუფი), გიგი გულედანი (საერთო ოპოზიციური კანდიდატი).

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]