weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების პუნქტის კონსტიტუციაში ასახვას მხარს არ უჭერს

13:39 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება. კობახიძის თქმით, შეთანხმება ანულირებულია და მის პარტიას „სამართლებრივი სიმახინჯის“ კონსტიტუციაში ასახვის ვალდებულება არ აქვს.

„ჩვენი არგუმენტები ცნობილი იყო, მათ შორის, იმ დისკუსიის დროსაც, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გარშემო გაიმართა. მაშინაც მე ვამბობდი, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე, რომლის ასახვა არ შეიძლებოდა კონსტიტუციაში, თუმცა მაშინ დისკუსიის ცალკეულ მონაწილეებს ჰქონდათ ხისტი პოზიცია და საბოლო ჯამში, ჩვენ მოგვიწია ამის ასახვა 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ როგორი სიმახინჯეც იყო მაშინ ის პუნქტი, ისეთივე სიმახინჯედ რჩება.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, ჩვენ არ გაქვს არანაირი ვალდებულება, ეს სიმახინჯე ავსახოთ კონსტიტუციაში.

ამ ცვლილებებით, რეალურად, ისევ 76 ხმით აირჩევა გენპროკურორი. უბრალოდ არის სამი კენჭისყრა და საბოლოო ჯამში, ისევ უმრავლესობას 76 ხმით შეუძლია გენპროკურორის არჩევა. ამას ემატება ის, რომ ასეთ შემთხვევაში გენპროკურორი აირჩევა ერთი წლის ვადით. დემოკრატიის და ინსტიტუტის დამოუკიდებლობის კუთხით ეს არის აბსოლუტური სამართლებრივი სიმახინჯე, არც ოპოზიციას აძლიერებს, ინსტიტუტს ასუსტებს და ზოგადად, არის სრული ნონსენსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის (ანუ 90 დეპუტატის ხმა) უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (ანუ 76 დეპუტატის ხმა). პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია (და არა 5 წელი).

19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის) მიხედვით, გენერალური პროკურორის პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ არჩევა ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]