weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2024 წლამდე საქართველოში არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება – კობახიძე

19:05 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების იმ პუნქტმა, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ეხება, პოლიტიკური აქტუალობა დაკარგა. 

კობახიძის თქმით, მის პარტიას აქვს ყველანაირი საშუალება იმისთვის, რომ ვინმეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის საბაბიც კი არ დაუტოვოს.

„ჩვენ 1%-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

თავის დროზე, იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ამით ნათლად და ცალსახად განაცხადეს, რომ მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, გაექცეს ხელმოწერილ ვალდებულებას 43%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

19 აპრილს შეთანხმების თანახმად, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]