weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან – ხაშურის მერობის კანდიდატი

17:22 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზვიად ტეფნაძე აცხადებს, რომ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების საშუალებით, ქონების განადგურებით, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

მერობის კანდიდატის თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს, 2-3 ავტომანქანით მუდმივად უკან დაჰყვებიან და უთვალთვალებენ.

„დღეს ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კადრულობენ იმას, რასაც 2012 წელს უარი ვუთხარით საქართველოს მოქალაქეებმა.

მე, პარტია „საქართველოსთვის“ ხაშურის მერობის კანდიდატს, მემუქრებიან როგორც პრადი, ისე ჩემი კომპანიების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების და უძრავი ქონების გადაწვით, ბიზნესსაქმიანობის შეჩერებით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან (ქუჩიდან) ზეწოლით და პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების და დის ოჯახის გამწარებით, სიცოცხლის მოსპობით.

სისრულეში რომ მოყავთ ეს მუქარები, ყველამ ვნახეთ, როდესაც ჩვენი გუნდის წევრს, აკაკი ბართაიას დღისით, მზისით, ხაშურისკენ მომავალს, მანქანაში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს“, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად ტეფნაძე.

ტეფნაძის მიმართ მუქარისა და ზეწოლის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზვიად ტეფნაძის პოლიტიკური დევნა მის მიერ კანდიდატურის მოხსნის მიზნით ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილია. ცოტა ხნის წინ მის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა მოხსნა.

ყოფილი პრტემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ „საქართველოსთვის“ არაერთხელ გააკეთა განცხადება მათი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული დევნისა და ზეწოლის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]