weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გია წვერავა ამბობს, რომ თეატრის დირექტორობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

12:17 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გია (გივი) წვერავა აცხადებს, რომ გორის ერისთავის სახელობის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან, რომელსაც 2017 წლის სექტემბრიდან იკავდებდა, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

წვერავას თქმით, კულტურის სამინისტრომ მისი კანდიდატურა იმის გამო აღარ დაამტკიცა, რომ გიორგი გახარიამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის, პროპორციული სიის წევრად წარადგინა.

„პოლიტიკური ნიშნით, ანუ მას შემდეგ, რაც ღიად დავაფიქსირე ჩემი შეხედულებები და მოვხვდი პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ათეულში, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამანთავისუფლეს გორის სახელწიფო დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობიდან“, – ამბობს გია წვერავა და უარყოფს სამინისტროს არგუმენტს, რომ მისი მუშაობის პერიოდში თეატრში არ შეინიშნება ხელშესახები განვითარება და შემოსავლების ზრდა.

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით ჩხარტიშვილისადმი გაგზავნილ წერილში გასცემს რეკომენდაციას, რომ თეატრის დირექტორის თანამდებობაზე გია წვერავას ნაცვლად სხვა კანდიდატურა წარადგინოს. თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლეს კულტურის მინისტრი.

„გივი წვერავას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფინის პერიოდში თეატრში არ შეინიშნება ხელშესახები განვითარება ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით. მოცემულ პერიოდში არ არის განხორციელებული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა თეატრის მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდის ტენდენციას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თეატრის განვითარების ხელშეწყობისა და თეატრის საქმიანოიბაში ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია თეატრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალი კადრის შერჩევა, რომელიც თეატრის საქმიანიბაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს აღნიშნული მიმართულებებით“, – წერია კულტურის სამინისტროს წერილში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, მისი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და მუქარის შესახებ.

 

ამ თემაზე:

გახარიას პარტიასთან კავშირის გამო ადამიანების შესაძლო დევნაზე სახალხო დამცველი საუბრობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]