9 სექტემბერს, გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook-გვერდზე „ახალგაზრდები ჯვარისთვის“ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი. მანამდე, Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „ახალგაზრდები ყოველდღიურ რეჟიმში იწყებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან მერობის კანდიდატ, ბატონ გოგა გულორდავასთან და მაჟორიტარობის კანდიდატ, ბატონ გოჩა ლიპარტიასთან ერთად“.
ISFED-ის შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელის მიხედვითაც აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.
გარდა ამისა, ISFED-ის განცხადებით, ქმედება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.